Tuesday, March 2, 2021

ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში


 ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

განაკვეთი: სრული

ხელშეკრულების ვადა: 1 წელი

ხელშეკრულების ტიპი: კონტრაქტორი

 

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

 

 „კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • სახლიდან, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დისტანციური და ციფდული არხების მეშვეობით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შემომავალ ზარებზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება.
  • კომპანიის ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინ კომუნიკატორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსულ შეკითხვებზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნით შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;
  • შემოსული ზარების საფუძველზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მათი მიწოდება უფლება მოსილ პირებთან შემდგომი რეაგირებისთვის, გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღირცვა; 
  • შემოსული ზარების, მეილების და სხვა ტიპის შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და ანგარიშგებაში ასახვა;  
  • დღის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა.
  • კვლევების ჩატარების მიზნით მომხმარებელთან უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);
  • ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დამაჯერებელი  კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის 15 მარტამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული  სააპლიკაციო ფორმა

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

გაყიდვების კონსულტანტი ქუთაისში

 

კომპანია „მოგო“, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ბათუმში და ქუთაისში.

 

„მოგო“ არის საერთაშორისო ჯგუფში „Mogo Finance“ შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კოპმანიის პროდუქტის გაყიდვა;
  • ინტერნეტ სივრცეში განცხადების განთავსება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება ( მე-4 კურსის სტუდენტი);
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ტრენინგებს.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

პრობლემური აქტივების სპეციალისტი ქუთაისში


 სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ აცხადებს ვაკანსიას  პრობლემური აქტივების სპეციალისტის პოზიციაზე, ქუთაისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების დამუშავება, კონტროლი;
  • მის პასუხისმგებლობაში არსებული სესხების გაპრობლემების მიზეზების გამოვლენა, სისტემატიური რისკების არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უშუალო უფროსის ინფორმირება;
  • მსესხებლებთან/თავდებებთან და საკონტაქტო პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების, გრაფიკში ჩაჯდომის ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
  • სისტემატიური კონტაქტი მსესხებელთან და საკონტაქტო პირებთან მისი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული სესხის სრულად დაფარვამდე;
  • სესხების ამოღების მიზნით, ვიზიტები მსესხებლის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე;
  • სესხების რესტრუქტურიზაციის თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;
  • ჯარიმების კორექტირების თაობაზე განაცხადების განხილვა და ჯგუფის უფროსისთვის წარდგენა;

 

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, იურიდიული ან მსგავსი მიმართულებით.
  • საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

 

განაცხადის შემოტანის ბოლო თარიღია 2021 წლის 1 აპრილი, 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://bit.ly/2Kf8oKJ და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.

ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცერი ქუთაისში


 სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 11  ფილიალით, 7 დიდ ქალაქში.  კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი  სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით.

2018 წელს მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,სვის კაპიტალ”-ის საქმიანობა დადებითად შეაფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მას სტაბილური კომპანიის ('B-'; Outlook Stable) სტატუსი მიანიჭა.

 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე,  ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ფილიალებში.


განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს:

https://swisscapital.ge/ge/jobs

 

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 16.03.2021 წ.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ იმ ვაკანსიის/პოზიციის დასახელება და ქალაქი,  რომელზეც აგზავნით განაცხადს.

Monday, March 1, 2021

ბრენდ ამბასადორი ქუთაისში


 სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ფილიალებში სხვადასხვა მარკეტინგული მასალების განთავსების მონიტორინგი;
  • ქსელში მიმდინარე აქციის/პროექტის შესახებ ფილიალის პერსონალის ინფორმირებულობის კონტროლი;
  • ფილიალების ინტერიერ-ექსტერიერის გაფორმების შემოწმება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • ფილიალებში სამომხმარებლო კმაყოფილების ატრიბუტიკის (როგორც შიდა, ასევე გარე) შეფასება/კონტროლი;
  • ფილიალებში მარტივი კვლევების ჩატარება (კითხვარების შევსება), მონაცემების დამუშავება და რეპორტინგი;
  • ქსელში დეგუსტაციების, ფლაერების დარიგების პროცესისა და სხვა მარკეტინგული/პრომო აქტივობების მონიტორინგი და კონტროლი;
  • წერილობითი ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი;
  • საკუთარი შეხედულებების, კომენტარების, რეკომენდაციების გაზიარება ხელმძღვანელებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, მერჩენდაიზინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
  • მართვის მოწმობა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • ანალიტიკის უნარი
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის მართვა

 

აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@magniti.ge

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მძღოლ-ექსპედიტორი ქუთაისში


 შპს ბიდი პლიუსი წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Olivia/Orlena/Matte Nail Enamels (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), Sofia /Maylo /Berrak (ტუალეტისა და სამზარეულოს ქაღალდები) და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).

კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთისა და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.

 

კომპანია აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის (საკუთარი მიკროავტობუსით) ვაკანსიას ქუთაისში.

 

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • საკუთარი მიკროავტობუსის ფლობა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე (აუცილებელია);
  • სწრაფი ანგარიშის უნარი;
  • ქონებრივი უზრუნველყოფა (მანქანით);
  • სალარო აპარატით მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.
  • ანგარიშსწორება ობიექტთან.

 

პიროვნული თვისებები:

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • შრომისმოყვარე
  • პასუხისმგებლიანი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdcompany . ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

გისურვებთ წარმატებას!

დაცვის თანამშრომელი ქუთაისსა და წყალტუბოში (250-450 ლარი)


 საკუთრების დაცვის სამმართველო პირველი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქუთაისში კარგი ანაზღაურებით.

 

  • ანაზღაურება: 250-450 ლარამდე
  • გრაფიკი:მოქნილი

შეგიძლიათ მოგვწეროთ საკონტაქტო ნომერი, სახელი და გვარი. ჩვენ დაგიკავშირდებით.


დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისმართზე: tornikechrelashvili1@gmail.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 558 40 40 44 ან +995 558 40 40 00

ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში

  ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი"   აცხადებს ვაკანსიას   ქოლ-ცენტრის ოპერატორის   პოზიციაზე.   ადგილმდებარეობა:  ქუთაი...